ჟურნალისტს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, სინდისის პატიმარს უწოდებენ კოლეგები, უფლებადამცველები და საზოგადოების ნაწილი.მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დააყენეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მისი განათლება არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. მოსამართლის განმარტებით, იგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ბიზნეს-ინჟინერიის ფაკულტეტზე დაეუფლა სამართალმცოდნეობას. შესაბამისად, მან აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, მოქალაქეები და გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას!“ три მომდევნო სასამართლო სხდომები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, 7 და 10 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.მზია ამაღლობელის საქმემზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს. ასევე ნახეთ „მიზანია ტელეფონის არდაბრუნება” - ადვოკატები მზია ამაღლობელის საქმეში გაჩენილ „დაგეგმილ თავდასხმაზე” ასევე ნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა ქართულ მართლმსაჯულებაში – ამაღლობელის ადვოკატები ...