ტაივანთან ორშაბათს დაწყებული ჩინეთის სამხედრო წვრთნები წარმოადგენს სასჯელს ტაივანის პრეზიდენტის, ლაი ჩინ-ტის მიერ სისტემატურად მხარდაჭერილი "სეპარატიზმისთვის" - ამბობს პეკინი მკაცრად ფორმულირებულ განცხადებაში. ტაივანი, თავის მხრივ, პეკინს პრობლემების გამოწვევაში სდებს ბრალს. ამ ცნობებს ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".ჩინეთმა - რომელსაც არასოდეს უარუყვია ძალის გამოყენება დემოკრატიულად მართული ტაივანის თავისი კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად - ბოლო წლებში გააძლიერა კუნძულზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა.ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჩინეთმა დილით და შუადღისას ჩაატარა "ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის პატრულირება", რაც მოიცავდა ჩინეთის 54 საბრძოლო თვითმფრინავის, მათ შორის J-10-ის ტიპის თვითმფრინავებისა და დრონების ტაივანის სიახლოვეს ფრენას.ტაივანის განცხადებით, ჩინეთის თვითმფრინავები მის საჰაერო სივრცეში შეფრინდა ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან და მათზე მეთვალყურეობის მიზნით, დისლოცირებულ იქნა ტაივანის საჰაერო და საზღვაო ძალები.42-მა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი - არაოფიციალური ბუფერული ხაზი ორ მხარეს შორის, აცხადებს სამინისტრო.ჩინეთის ტაივანის საქმეების ოფისის პრესმდივნის განცხადებით, თუ ლაი ჩინ-ტის ადმინისტრაცია "გაბედავს და ცეცხლთან ითამაშებს, ის მხოლოდ საკუთარი თავის განადგურებას მიაღწევს".ტაივანი ხშირად ავრცელებს ცნობებს ამ ტიპის სამხედრო აქტივობებზე ჩინეთის მხრიდან, თუმცა პეკინი მათზე კომენტარს იშვიათად აკეთებს.ტაივანის ოფიციალური უწყებების განცხადებით, პეკინი კუნძულს კვლავ ემუქრება სამხედრო ძალით, რაც ტაივანის სრუტეში დაძაბულობას აღრმავებს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დესტაბილიზაციას იწვევს. ტაივანი მოკავშირე ქვეყნებს სთხოვს, ჩინეთს მოუწოდონ, შეწყვიტოს სამხედრო ექსპანსია.ლაი ჩინ-ტემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ჩინეთმა გააღრმავა გავლენის მოხდენის კამპანიები და ინფილტრაცია კუნძულის წინააღმდეგ და გამოვიდა დაპირებით, რომ ზომებს გაატარებს პეკინის მხრიდან ტაივანის "შეწოვის" ძალისხმევის წინააღმდეგ.ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად აღიქვამს - რასაც ტაიბეის ხელისუფლება უარყოფს. ასევე ნახეთ ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა ...