აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან, და იგი დაარწმუნა, არ დაბლოკილიყო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები - ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს გამოცემა Politico.იანვარში უნგრეთი მზად იყო, დაებლოკა იმ სანქციების გახანგრძლივება, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს, თუმცა ვაშინგტონის თხოვნით, თანხმობა განაცხადა მათი კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე - წერს გამოცემა.ამ ცნობის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით დაურეკა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს და დაარწმუნა, არ დაებლოკა სანქციების გახანგრძლივება. ასევე ნახეთ ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრჯერ აქვთ გამოცხადებული მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ და გაკრიტიკებული ჰყავთ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები - ბუდაპეშტის აზრით, ამ ქვეყნებს არ სურთ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე მუშაობა. ის, რომ სანქციების გახანგრძლივების საკითხში ვაშინგტონმა ბუდაპეშტზე ზეწოლა განახორციელა, იყო სასიამოვნო მოულოდნელობა ევროკავშირის იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მკაცრ კურსს უჭერენ მხარს - წერს Politico.ამავე დროს, გამოცემის თანახმად, აშშ-მა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს რუსეთზე დაკისრებული სანქციების შესუსტებას ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების მსვლელობისას. სანქციების საკითხში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ვლადისლავ ვლასიუკი გამოცემასთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ კიევი მზად იქნება, მხარი დაუჭიროს სანქციების მოხსნას იმ შემთხვევაში, თუკი ეს შედეგად მოიტანს აგრესიის დასრულებას და მყარი მშვიდობის დამყარებას, რომლის ნაწილიც იქნება კომპენსაციების გაღება აგრესიის მსხვერპლთათვის. ასევე ნახეთ მილსადენ "დრუჟბაზე" თავდასხმის გამო რუსეთმა უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა ...