უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა გენერალ-მაიორი ანდრი გნატოვი. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული. გენშტაბის უწინდელი ხელმძღვანელი, ანატოლი ბარგიელევიჩი გახდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორი და გააკონტროლებს არმიაში მიმდინარე რეფორმებს - იუწყება გენშტაბი. თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი დასძენს, რომ ახალ თანამდებობაზე ბარგიელევიჩი პასუხისმგებელი იქნება საომარი სტანდარტების დაცვაზე და სამხედრო დისციპლინის განმტკიცებაზე. უმეროვის თქმით, გენერალ გნატოვს აქვს 27-წელზე მეტხნიანი სამხედრო გამოცდილება. ის იყო საზღვაო ქვეითთა ბრიგადის, ოპერატიული დანაყოფის, "ვოსტოკისა" და უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების მეთაური. თებერვლის ბოლოს გნატოვი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილედ. უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მეორედ იცვლება. ბარგიელევიჩმა ამ პოსტზე შარშან შეცვალა გენერალი სერგი შაპტალა. ასევე ნახეთ უიტკოფი: ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს ...