უწყების ცნობით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი, იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს.„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე ნახეთ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში: რა შევიტყვეთ ...