„ჩვენი მამაცი პილოტები სწორედ ახლა ახორციელებენ შეტევას ტერორისტების ბაზების, მათი ლიდერებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რათა დავიცვათ ჩვენი გემები, ჩვენი საჰაერო აქტივები, ფლოტი და აღვადგინოთ სანაოსნო თავისუფლება“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth გამოაქვეყნა.ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც მოძრაობამ განაცხადა, რომ განაახლებს შეტევებს ისრაელის გემების მიმართულებით, რომლებიც იემენის წყლების ახლოს გადიან. მოძრაობის განცხადებით, ეს არის მათი პასუხი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადაზე.შაბათს, საღამოს ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა ინფორმაცია გაავრცელეს ამერიკელი სამხედროების დარტყმების შედეგად 9 მოკლულისა და 9 დაჭრილის შესახებ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP იტყობინება. ჰუსიტები საპასუხო დარტყმების განხორციელებას აანონსებენ.ღაზაში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) წინააღმდეგ ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჰუსიტები პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რაკეტებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით და თავს ესხმიან, მათ შორის, სატრანსპორტო გემებს.ჰუსიტებს ზურგს უმაგრებს და ეხმარება ირანი. ასევე ნახეთ აშშ-ის არმიამ დაარტყა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუსიტების ობიექტებს ...