რადიო თავისუფლებას თვითმხილველი ეუბნება, რომ ღამის თორმეტი საათისთვის დაინახა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი ბევრი პოლიციელი, სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი ადამიანის ცხედარი.მისი თქმით, ცხედარი შორიდან დაინახა და ვერ გაარჩია, ქალი იყო თუ კაცი.ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „პუბლიკამ“ გაავრცელა თვითმხილველზე დაყრდნობით, რომელიც მკვლელობას შეესწრო. გამოცემის ცნობით, მოკლულია კაცი.„პუბლიკის“ ცნობითვე, თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, ერთ ადამიანს ბრმა ტყვია მოხვდა და სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ერთი ადამიანის მკვლელობა და მეორის დაზიანება.უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.სავარაუდო თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.მოგვიანებით ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მრავალჯერ - სულ მცირე, ათჯერ, - ისმის გასროლის ხმა. ...