ინფორმაცია გაავრცელა უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, რომელმაც ამ მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. მისი თქმით, საქმეს პირადად აკონტროლებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო.როგორც გონჩარენკო თავის ტელეგრამ-არხზე წერს, ოდესაში გაემგზავრა ეროვნული პოლიციის უფროსი ივან ვიჰოვსკი.უკრაინის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ უცნობმა მამაკაცმა 14 მარტს დილით ოდესის პრიმორსკის რაიონში გამვლელს ესროლა.კლიმენკომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, მის ბინაში აღმოჩენილია იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, ჩადენილია დანაშაული.დემიან განული 2013-2014 წლებში უკრაინაში ღირსების რევოლუციის აქტივისტი იყო. 2014-2016 წლებში ის იყო "მარჯვენა სექტორის" წევრი - ორგანიზაცია რუსეთში ტერორისტულ ჯგუფად არის შერაცხილი.განული მონაწილეობდა ოდესაში 2014 წლის 2 მაისის შეტაკებებში ევრომაიდნის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.მაშინ პრორუსმა აქტივისტებმა თავშესაფარი პროფკავშირების სახლში იპოვეს, სადაც ხანძარი გაჩნდა, შედეგად, შენობაში ადამიანები ჩაკეტილნი დარჩნენ და 48 ადამიანი დაიღუპა.როგორც "მედუზა" წერს, განული აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოთა პერიოდის ძეგლების დემონტაჟს უკრაინაში, ცდილობდა რუსი შემსრულებლების კონცერტების ჩაშლას და მკაცრად აკრიტიკებდა მობილიზაციის მოწინააღმდეგეებს.2020 წლის ივლისში ავტომობილს, რომელშიც განული იმყოფებოდა, ესროლეს, ხოლო 2023 წელს მას უცნობმა პირებმა სცემეს.რუსეთის სასამართლომ შარშან, დემიან განულს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს სამხედრო სასაფლაოების, ძეგლების ან სხვა მემორიალური ნაგებობების განადგურების ან დაზიანების ბრალდებით. ასევე ნახეთ უკრაინაში მოკლეს ბელარუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა როცა პუშკინიც "შუაშია" და - სტალინიც „მაიდნის“ თაობა: რას ფიქრობენ აქტივისტები უკრაინის მშფოთვარე ათწლეულის შესახებ 20 თებერვალი - დღე, რომელმაც შეცვალა უკრაინა ბაიდენი "სიმამაცის ხეივანში" - მოულოდნელი ვიზიტის ისტორიული, სიმბოლური და პოლიტიკური ასპექტები ...