„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა...შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად“, - წერია სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. три მოგვიანებით ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც:„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“. три საელჩოს ფეისბუკგვერდზე შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის ქვეშ უკმაყოფილო ადამიანები კომენტარებს ტოვებენ.იმის მიუხედავად, რომ მაკა ბოჭორიშვილი მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 28 ნოემბრიდან იკავებს, მას ამ დრომდე არ შეხვედრია აშშ-ის ელჩი. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა რამდენიმე კოლეგას. მათ შორის ბოლო პერიოდში:ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს;გვატემალის ელჩს საქართველოში ედუარდო ენრიკე ერნანდეს რესინოსს;ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს;პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, ქასიმ მოჰიუდინს;მალაიზიის ახლად დანიშნულ ელჩს, აჰმად კამრიზამილ მოჰდ რიზას;ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ახლად დანიშნულ ელჩს ალან დე მიუისერს;ბელგიის ახლად დანიშნულ ელჩს ჟულიენ დე ფრაპონს.2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ირაკლი კობახიძემ მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის - სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა - აქციები 100 დღეზე მეტია უწყვეტად გრძელდება. ...