ახალი თანამშრომლებისთვის უწყება ახალ სამკერდე კამერებს და ამ კამერებისთვის საჭირო ლიცენზიებს ყიდულობს. ჯამში საუბარია 350 კამერასა და 200 ლიცენზიაზე, რომელთა საერთო ღირებულებაც 849 500 ლარია. ხელშეკრულების დადება იგეგმება შპს „ენ ჯი თი ჯგუფთან“.„მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს კამერებისა და მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო მუდმივი ლიცენზიის შესყიდვა. საჭიროება განპირობებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების საშტატო რიცხოვნობის ზრდით, რომელთაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა გამოიყენონ სამკერდე კამერები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის გაზრდამდეც არ იყო სრულად დაკომპლექტებული სამკერდე კამერებითა და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ლიცენზიებისათვის“, - წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვის განყოფილების შესყიდვების ორგანიზების ქვეგანყოფილების თანამშრომელი დავით გოცაძე.რამდენი პატრულ-ინსპექტორი დაემატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უცნობია. ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ უწყების პრესსამსახურს დაუსვა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს. ისინი აკავებენ ათეულობით ადამიანს, ზოგს მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ზოგს კი წვრილმანი ხულიგნობისთვის. ასევე ნახეთ რა უნდა იცოდე, თუ პოლიციამ ჯარიმა გამოგიწერა, მაგალითად, გზის გადაკეტვის გამო პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, რომლის მთავარი მოთხოვნებიც ახალი არჩევნების ჩატარება და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა, „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ გაამკაცრა კანონები: აკრძალა ნიღბის ტარება, ლაზერის გამოყენება. გარდა ამისა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის.ამავდროულად, მიიღო კანონი, რომელმაც 2025 წლის 1 იანვრიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშე გახადა შესაძლებელი. შსს-ს პრესსამსახურმა 2024 წლის 10 დეკემბერს განმარტა, რომ კანონის შეცვლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრულად თავდაცვის სამინისტროში გადატანის შემდეგ გახდა საჭირო, რადგან აუცილებელი იყო შსს-ში მყოფი გასამხედროებული დანაყოფები საპოლიციო წესზე გადაეყვანათ. ასევე ნახეთ პოლიციელები „ცრუ მოწმეების” როლში - განვიხილავთ 20 მათგანის მიცემულ ჩვენებას „ხუთი პოლიციელი მიადგა შუაღამისას დედას“ - რატომ მიაქვთ ჯარიმები იქ, სადაც დაჯარიმებულები არ ცხოვრობენ? „სპონტანური აქციის“ წინასწარ შეთანხმება, ორმაგი ჯარიმები - რას მოიცავს შემზღუდავი ცვლილებები „თუ ჟურნალისტი ხარ, სასამართლოში დაამტკიცე“ - გზის გადაკეტვისთვის ჟურნა...