მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი დრონის განეიტრალება შეძლეს, დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილს სპეციალისტები ადგენენ.ტელეგრამის არხი ASTRA თვითმხილველის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსკოვის უკიდურეს სამხრეთში, საცხოვრებელი კომპლექსის რაიონში აფეთქება ჩანს.აფეთქება იყო ბალახიტშიც. ადგილობრივებმა ნახეს, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები.საცხოვრებელი სახლის აფეთქების შესახებ იუწყებიან დოლოგომილოვოს რაიონშიც.მანამდე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა მგზავრებისა და რეისების მიღება შეწყვიტა.11 მარტს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე სამასზე მეტი დრონით თავდასხმა მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი.კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, შავი ზღვის სანაპიროზე დრონებით იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.მისი ინფორმაციით, აალდა ბენზინის ერთი რეზერვუარი, ხანძარი ათას კვადრატულ მეტზე მეტ ფართობზეა გავრცელებული, ადგილზე 120 მეხანძრე და 39 ერთეული ტექნიკა მუშაობსკონდრატიევის მონაცემებით არავინ დაშავებულა. ასევე ნახეთ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს სამოცზე მეტი დრონით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი რუსეთში ისევ დრონებით შეუტიეს „როსნეფტის“ ქარხანას ახალი იერიშები და სუჯის ცენტრში შეჭრა - როგორ „უპასუხებს“ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთის არმიამ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით კვლავ დაარტყა უკრაინას. ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესა იყო რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე 112 დრონი და 2 „ისკანდერი“ - უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ნავთობსადენი და, სავარაუდოდ, ქარხანაც - რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა ...