გადამდგარი გენერალი "საეჭვოდ არ იმყოფებოდა" საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრებზე - თებერვალში რუს მომლაპარაკებლებთან, ასევე მიმდინარე კვირაში უკრაინელებთან - მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მისი კომპეტენციის სფეროა, იხსენებს NBC.ტელეკომპანიასთან საუბარში წყარო რუსეთიდან ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კელოგი ძალიან პროუკრაინულად განწყობილად მიიჩნია. ასევე ნახეთ აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს „კელოგი, ყოფილი გენერალი, ძალიან დაახლოებულია უკრაინასთან, ის არ არის ჩვენი კაცი, არაა იმ კალიბრის, როგორსაც ჩვენ ვეძებთ“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით. ასევე ნახეთ ზელენსკის შეფასებით, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე "უარს ამზადებს" ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC-ს დაუდასტურა, რომ რუსეთს არ სურდა კელოგის ჩართვა, წყაროსთვის უცნობია, როდის შეატყობინეს ეს თეთრ სახლს. კელოგის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა.80 წლის კით კელოგი დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია, მას ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დავაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ „ნამდვილად აღფრთოვანებულია ზელენსკით“. ასევე ნახეთ პესკოვი უარყოფს, რომ კელოგი მოლაპარაკებებს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს განახლება: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ „ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე“ რუსეთი არ ჩაერევა ამერიკის „შიდა სამზარეულოში“.„ეს მათი გადასაწყვეტია ვინ დანიშნონ, ვინ - არა, ამიტომ არა: საერთოდ არ შემიძლია დაგიდასტუროთ“, - თქვა პესკოვმა. ასევე ნახეთ კით კელოგი: აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სჭირდება აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ზელენსკის „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“ უწოდა ზელენსკი კიევში შეხვდა კელოგს, მაგრამ ამერიკული მხარის თხოვნით ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა Axios: ამერიკელებმა უკრაინას წარუდგინეს განახლებული შეთანხმება ბუნებრივი რესურსების შესახებ ზელენსკი ტრამპის სამიზნედ - რატომ დაიძაბა უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების ურთიერთობა? ...