გადაწყვეტილება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე მიიღეს.რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც სანქციები არ ეხებოდათ - “გაყინული” იყო, მოიცავდა: „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“, „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სტრუქტურებს.სანქციები რუსული ენერგოსექტორისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 10 იანვარს შემოიღეს და 12 მარტამდე მოქმედებდა.ტელეარხ Fox-ის თეთრის სახლის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი სოციალურ ქსელ Х-ში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბანკებისთვის დაწესებული გამონაკლისისთვის ვადის არგახანგრძლივების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რუსეთზე ზეწოლის ფარგლებში უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის ფონზე.CBS News-ის თანახმად, ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება უძნელებს სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ის, რომ ლიცენზია არაა გაგრძელებული, სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა თანამოსაუბრემ ამერიკის ფინანსთა სამინისტროდან.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის. 7 მარტს ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth დაწერა, რომ მისი მიზანია, მისცეს მოსკოვს ბიძგი გააფორმოს უკრაინასთან ზავი. „რუსეთო და უკრაინა დასხედით [მოლაპარაკების] მაგიდასთან დაუყოვნებლივ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან“, - დაწერა მაშინ ტრამპმა. ასევე ნახეთ ზელენსკის შეფასებით, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე "უარს ამზადებს" ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი სწორ საქმეს გააკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინა კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება - ანდრიი იერმაკი პუტინი: ვეთანხმებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც აღმოფხვრის კრიზისის ძირეულ მიზეზებს Reuters: რუსეთმა აშშ-ს ომის შეწყვეტის პირობები გადასცა უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა? ახალი იერიშები და სუჯის ცენტრში შეჭრა - როგორ „უპასუხებს“ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება „დამანგრეველი“ სანქციები იქნეს გამოყენებული ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული "იმედი გვქონდა: იქნებ მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს?" - რეზნიკოვი სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ტრამპის ტაქტიკასა და საქართველოზე ...