„ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს", - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.მისი შეფასებით, პუტინი ხშირად იქცევა ასე „არ ამბობს „არას“ პირდაპირ, მაგრამ ისე იქცევა რომ პროცესი გაიწელოს, რაც ნორმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ იძლევა.„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს გაართულებს, ამას აკეთებს რუსეთი... მათ სჭირდებათ ომი, პუტინმა მოიპარა მშვიდობის წლები და დღითიდღე აგრძელებს ამ ომს, ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო, სანქციების დაწესება, რომელიც დაგვეხმარება“, - ამბობს ზელენსკი და ამატებს, რომ გააგრძელებს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას, ასევე მათთან, ვისაც მშვიდობა სურს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები. ასევე ნახეთ პუტინი: ვეთანხმებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც აღმოფხვრის კრიზისის ძირეულ მიზეზებს პუტინის პასუხის შეფასებისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორმა, განაცხადა, რომ პუტინმა "მრავლისმთქმელი განცხადება გააკეთა, თუმცა ის არ ყოფილა სრული". ტრამპმა თქვა, რომ მზადაა ესაუბროს პუტინს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ასევე ნახეთ აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი სწორ საქმეს გააკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინა კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება - ანდრიი იერმაკი პუტინი: ვეთანხმებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც აღმოფხვრის კრიზისის ძირეულ მიზეზებს პუტინის თანაშემწე: მოსკოვს არ სურს უკრაინასთან დროებითი ზავი Reuters: რუსეთმა აშშ-ს ომის შეწყვეტის პირობები გადასცა თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ორგანიზებისთვის - ერდოანი უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა? ...