რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები.ბიბისის რუსულ სამსახურს მოჰყავს პუტინის პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინის მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტისთვის:„თანახმა ვართ შეწყდეს საბრძოლო მოქმედება, მაგრამ ეს წინადადება უნდა იყოს იმგვარი, რომ მოიტანოს ხანგრძლივი მშვიდობა და აღმოფხვრას“ ომის „ძირეული მიზეზები", თქვა პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ბელარუსის მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად გამართა და რომელზეც მან მადლიერების სიტყვები გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი.პუტინის თანახმად, ტრამპი არ არის ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ყურადღებას აქცევს უკრაინის კონფლიქტს და ჩამოთვალა BRICS-ის (ცხრა სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის გაერთიანება) წამყვანი ქვეყნების ლიდერები.პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი, პრინციპში, მხარს უჭერს ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, მაგრამ „არის ნიუანსები“. ერთ-ერთი ასეთი ნიუანსი, რომელიც მან დაასახელა, არის უკრაინის არმიის პოზიცია კურსკის ოლქში, რასაც მან “ალყა” უწოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან და მასზე კონტროლთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნიუანსია და ისინი დეტალურად უნდა განიხილონ აშშ-სთან ერთად. три პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მისი და პუტინის შეხვედრა "დახურულ ფორმატში" გაიმართება.უშაკოვის თანახმად, 13 მარტს პუტინი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს არ აპირებს. ასევე ნახეთ პუტინი უკრაინის ჯარების სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა კურსკის ოლქში ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდა ...