გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.გამოძიება აღწერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, - სურამში, დეტექტივი ნიკა ნოზაძე ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დეტექტივმა, - როდესაც ცოლი მასთან ერთად ცხოვრობდა, - არაერთხელ იძალადა მასზე ფიზიკურად და არაერთხელ დაემუქრა, - არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.„[ცოლს] ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ტანსაცმელიც შემოახია. დაზიანებებზე მოწმეები - დაზარალებულის დედა და შვილიც ადასტურებენ. აღჭერენ იმასაც, როგორ მოსდიოდა სისხლი დაზიანებიდან“, - თქვა დღეს სასამართლოში საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.დეტექტივს რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი:ოჯახში ძალადობა, - რაც ორ წლამდე პატიმრობას ან 80-150 საათით საზოგადოებრივ შრომას ითვალისწინებს;ოჯახში ძალადობა დამამძიმებელი გარემოებით, - „არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, - რაც 200-დან 400 საათამდე საზოგადოებრივი შრომით ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, - რაც 170-დან 200 საათამდე შრომით, 2 წლამდე „გამასწორებელი სამუშაოთი“ ან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. ასევე ნახეთ „შუბლზე იარაღი მიადო“ - ბრალდების თანახმად, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი ცოლს ემუქრებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ...