„უნივერსიტეტში ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“, - წერია რექტორისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში.ცაგარელი მიიჩნევს, რომ ეთიკის საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიური საბჭოს წვერებიც არიან, 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით პროტესტში ჩართული სტუდენტები „გაწირა“. ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ ეს სტუდენტები არღვევდნენ ეთიკის კოდექსს და მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.„ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც ახალგაზრდების „მოძულე“ აკადემიური პერსონალია“, - აცხადებს ცაგარელი და დასძენს, რომ „ზოგიერთებს არ მიანიჭებს სიამოვნებას“ და რჩება უნივერსიტეტის ლექტორად.თამარ ცაგარელი თეატრალური უნივერსიტეტში 2004 წლიდან ასწავლის. იყო ბოლო ორი მოწვევის აკადემიური საბჭოს წევრიც.სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, 9 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი. ასევე ნახეთ თუკი სტუდენტს უფლება აქვს დაიცვას თავი, მაშ რატომ შეუწყვიტა უნივერსიტეტმა სტატუსი დაუსწრებლად? უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს - მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით. Embed share პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:10:41 0:00 გუშინ, 12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილი თქვა, რომ მზადაა გადახედოს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, თუმცა დაასახელა პირობაც:„მათ [სტუდენტებს] აქვთ სრული უფლება, რომ ეს გაასაჩივრონ - ან სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვი...