ჟურნალისტური გამოძიება წინა კვირას, 5 მარტს გამოაქვეყნეს „სტუდია მონიტორმა“, OCCRP-იმ, „აი ფაქტმა“, „ფლანგვის დეტექტორმა“ და სხვა 30-მდე საერთაშორისო მედიასაშუალებამ.საქართველოში გამოძიებამ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან 8 დღის თავზე დააყადაღა A.K. Group-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს არაერთი უძრავი ქონება, - და ეს ინფორმაციაც „სტუდია მონიტორმა“ გაავრცელა პირველმა.კერძოდ, დაყადაღებულია:ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელის, აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება;მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, - რომელიც მან 25 თებერვალს სხვა პირზე გადააფორმა;მარიამ ჩარჩიანის ქმრის სახელზე რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში;ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში;თახირ სულთანოვის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში.ეს ცვლილებები უკვე ასახულია საჯარო და სამეწარმეო რეესტრებში. три საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ევროპელებსა და კანადელებს თბილისიდან ძარცვავდნენ - თაღლითები მსხვერპლებს უკანასკნელ დანაზოგს ართმევდნენ, თავად კი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ.გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ერთმანეთთან კოორდინაციით დაადგინეს საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელების და მათი ხელქვეითების ვინაობა.დოკუმენტებით დგინდება, რომ:6 ათასზე მეტ ადამიანს თაღლითებმა, 3 წლის განმავლობაში, თითქმის 36 მილიონი დოლარი წაართვეს.მსხვერპლთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის - პენსიონერები.ორი ტერაბაიტი მოცულობის გამოჟონილ ინფორმაციას 8 თვის განმავლობაში შეისწავლიდა 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია, მათ შორის - OCCRP და მის ქსელში ჩართული სამი ორგანიზაცია საქართველოდან - “სტუდია მონიტორი”, “აი, ფაქტი” და “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC).ეს მასალები წყარომ თავდაპირველად შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.წინა კვირას პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს, გამოიკითხნენ თუ არა ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული პირები. ასევე ნახეთ უცხოელების თაღლითური ძარცვა თბილისიდან - გამომძიებელი ჟურნალისტები 23 გვარს ასახელებენ ...