„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის კანონიერი ინტერესებია გათვალისწინებული“, - თქვა უშაკოვმა და დაამატა რომ არავისთვისაა საჭირო "სამშვიდობო მოქმედების იმიტირება“.განცხადება, გამოჩნდა საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებიდან ორი დღის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი დათანხმდა ამერიკის წინადადებას 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მხარეები აცხადებდნენ, რომ ახლა რუსეთის პოზიციის მოლოდინში იმყოფებიან."России-1"-თან ინტერვიუში იური უშაკოვმა ასევე თქვა, რომ მოსკოვს მოლოდინი აქვს, რომ ვაშინგტონი გაგებით მოეკიდება მის პოზიციას უკრაინის საკითხის დარეგულირებასთან მიმართებით და რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხის შემუშავებისას, ეს მხედველობაში იქნება მიღებული. უშაკოვმა ეს კომენტარი მედიაში გავრცელებული იმ ცნობის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, მოსკოვმა ვაშინგტონს ზავის შესახებ თავისი პირობები გადასცა. ასევე ნახეთ Reuters: რუსეთმა აშშ-ს ომის შეწყვეტის პირობები გადასცა სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა აშშ-ს უკვე გადასცა უკრაინასთან სამშვიდობო და ვაშინგტონთან გადატვირთვის შეთანხმების მისაღწევად საჭირო მოთხოვნები.თუმცა გაურკვეველია, ზუსტად რა მოთხოვნებს შეიცავს რუსეთის მიერ შედგენილი სია და მზადაა თუ არა მათ მიღებამდე უკრაინასთან მოლაპარაკების დასაწყებად. რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ პირობებს როგორც პირისპირ შეხვედრის, ასევე დისტანციურ ფორმატში, ეუბნებიან წყაროები Reuters-ს.მათ სიტყვებით, კრემლის მოთხოვნები ემთხვევა მანამდე უკრაინის, აშშ-ისა და ნატოსთვის წაყენებულ მოთხოვნებს, რომელთა შორის იყო ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის აუცილებლობა, საერთაშორისო ჯარების განლაგების დაუშვებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მათ შორის, პუტინის ბრძანებით რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებულ ყირიმსა და ოთხ უკრაინულ ოლქში.უშაკოვმა კომენტარი არ გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ ვიტკოფის მოსკოვში ჩასვლაზე „ჩვენ შევთანხმდით, რომ მსგავს კონტაქტებს დახურული ხასიათი ექნება“, - თქვა უშაკოვმა, ამასთანავე მან თქვა, რომ აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებაში შუამავალი შეარჩია, მაგრამ ეს არ არის უოტკოფი.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა რუსეთის წინააღმდეგ „დესტრუქციული“ ფინანსური ზომები, თუ მოსკოვი უკრაინასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ასევე ნახეთ უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა? ახალი იერიშები და სუჯის ცენტრში შეჭრა - როგორ „უპასუხებს“ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ტრამპი: რუსეთის წ...