ამაღლობელის ადვოკატები ორ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ:დაკავების ოქმში, რომელსაც პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს, წერია, რომ ამაღლობელი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს, - როცა კადრებიდან ჩანს, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს, რაც კანონდარღვევაა;ვანაძე ამბობს, რომ სწორედ მან დააკავა მზია ამაღლობელი, როდესაც კადრებში ჩანს, რომ ამაღლობელს არა ის, არამედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია აკავებს.რას ამბობს გოჩა ვანაძევანაძის ვერსია ასეთია: 11 იანვარს ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ შესასვლელთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, სადაც, სხვებთან ერთად, მზია ამაღლობელი იმყოფებოდა.„[აქციის მონაწილეებს] პოლიციის მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვინაიდან ეს ობიექტი არის ადმინისტრაციული შენობა ... განვათავსეთ ძალები ისე, რომ დემონსტრანტებს ჰქონოდათ გამოხატვის თავისუფლება და ადმინისტრაციული შენობა ყოფილიყო დაცული“, - თქვა ვანაძემ.მისი მტკიცებით, „ვინაიდან აქციის მონაწილეების ნაწილი იყო აგრესიული და პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, პოლიციელებმა რეაგირება გადაწყვიტეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.три რა ჩანს კადრებში?საქმე ის არის, რომ კადრებში, რასაც ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე პოლიციის უფროსის მოადგილეს აჩვენებდა, გრიგოლ ვანაძესთან ერთად ჩანს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.ჯერ სწორედ ბესელია, - ამაღლობელის მიერ ბანერის კედელზე გაკვრის შემდეგ, - ადებს ამაღლობელს ზურგზე ხელს, მიმართულებას აძლევს, რის შემდეგაც ამაღლობელი პოლიციის განყოფილებაში შედის.გოჩა ვანაძემ ამ დროს ბესელიას ზურგს უკან დგას. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/78f3EEO96CE?&&&fs=1&enablejsapi=1") მას შემდეგ, რაც ბესელიამ თქვა, „არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამას“, ხოლო ადვოკატმა კითხვა გაუმეორა, მოსამართლემ განაცხადა: „გაგვცა პასუხი და შეფასებას მე ვერ გავაკეთებ... გვეყოლება სხვა მოწმეებიც“.საქმეში ჩაერთო შსს-ის იურისტიც, რომელმაც პროტესტი გამოხატა ამ კითხვების გამო და განაცხადა: „აღნიშნული სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ადმინისტრაციულ დაკავებაზე და საფუძვლები არის დაკავების კანონიერების საკითხი… რატომ უნდა ვუპასუხოთ იმ კითხვებზე“.მოსამართლემ კვლავ მისცა ამაღლობელის ადვოკატებს კითხვების დასმის უფლება. ქურდოვანიძემ გაუმეორა:„ეს ადამიანი, რომელიც მზია ამაღლობელს ხელს ჰკიდებს და აკავებს, არის თუ არა გრიგოლ ბესელია“?„სად ჩანს დაკავება“ - ჩაერია შსს-ის იურისტი.„კარგით, გასცეს პასუხი“ - თქვა მოსამართლემ.„თქვენი მოლოდინი კითხვის მესმის, მაგრამ ფაქტობრივი განმარტებით, ერთპიროვნულად მივიღე ამ ადამიანის დაკავების გადაწყვეტილება მე. იქ შეიძლება ვიღაცამ ხელი შეუშალ...