ამ საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრება საპატიმროდან.სხდომას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ნორვეგიისა და დანიის საელჩოს თანამშრომლები.რას ედავებიან ამაღლობელს?მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.მაგრამ დღევანდელი პროცესი ამ საქმეს არ ეხება.დღეს განიხილავენ ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს - იმას, რის გამოც 11 იანვარს პირველ ჯერზე დააკავეს. ასევე ნახეთ არის თუ არა ალიყური თავდასხმა? რას ნიშნავს, როცა "პოლიციელი ხელშეუხებელია" „შეურაცხყოფას აყენებდა“სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, თითქოს:„აქციის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს;იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როგორიცაა „რუსეთის მონები“, სხვა ისეთ სიტყვებს, რაც პოლიციისთვის იყო შეურაცხმყოფელი“;არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის არ დაემორჩილა მოწოდებას და უწევდა მათ წინააღმდეგობას, რის შემდეგაც დააკავეს“.ამაზე პასუხად მზია ამაღლობელმა მიმართა მოსამართლე სალიხ შაინიძეს და უთხრა, რომ საქმე, რასაც ის განიხილავს, და სამართალდარღვევის ოქმი, გაყალბებულია.„ოქმი გაყალბებულია“„საქმე, რომელსაც განიხილავთ და რასაც მე მოვუსმინე, გაყალბებულია... საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად“, - თქვა მზია ამაღლობელმა.„სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია... ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია, და არც [პოლიციისგან] მოწოდებები ყოფილა, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ“, - განაცხადა მან.მზია ამაღლობელმა თქვა ისიც, რომ პოლიციის სამმართველოში შეურაცხმყოფელად მოექცნენ.„იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა“, - განაცხადა ამაღლობელმა და დასძინა, რომ ვერ იპოვიან ადამიანს, - გარდა ბრალდების მხარისა, - რომელიც იტყვის, რომ მას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა ვინმესთვის მიუყენებია.„ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ოქმი გაყალბებულია:„ოქმს ირაკლი დგებუაძის მოადგილე, გოჩა ვანაძე აწერს ხელს, სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი დააკავა არა გოჩა ვანაძემ, არამედ გრიგოლ ბესელიამ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რაც ვიდეოკადრშიც ჩანს“. ასევე ნახეთ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მოსამართლემ ბესელიასა და დგებუაძის გამოკითხვის საკითხი ღიად დატოვა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე, სავარაუდოდ, იტყვის, დაკითხავს თუ არა ბესე...