ამასთან აპირებენ „უცხოეთის აგენტების“ კანონის გამკაცრებას, სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, დახმარებაში იგულისხმება დაქირავებით და ან ანაზღაურებით თანამშრომლობა.„უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიძლება მოხვდნენ ისინი ვინც, მთავრობის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხმარებიან, მაგალითად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ასევე უცხო ქვეყნის სამთავრობო უწყებებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში, აგრეთვე არასრულწლოვანთა ჩართვას სამხედრო-ტექნიკური ინფორმაციის შეგროვებაში.დეპუტატები ასევე გეგმავენ შემოიღონ იმგვარი სასამართლო პროცესების ჩატარების პრაქტიკა, რომლებიც ჩატარდება რუსეთიდან წასული ბრალდებულების მონაწილეობის გარეშე. ვოლოდინმა განაცხადა, რომ ასე ჩატარდება იმ ბრალდებულების სასამართლო სხდომებიც, რომლებიც გამოცხადდნენ „უცხოურ აგენტებად“, რომლებსაც ბრალი ედებათ ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, „სიყალბის“, გავრცელებაში „დისკრედიტაციაში“, „ნაციზმის რეაბილიტაციაში“ და სამარხების შეურაცხყოფაში.უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთი რეგულარულად აწესებს ჯარიმებს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევისთვის და დაუსწრებლად ასამართლებს სამხედრო „ფეიკების“, „ტერორიზმის გამართლების“ და „დისკრედიტაციის“ საქმეებში ბრალდებულებს.ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები. ნებისმიერი განცხადება ომის შესახებ, რომელიც განსხვავდება კრემლისა და სახელმწიფო მედიის პოზიციისგან, შეიძლება იყოს დევნის საფუძველი. ასევე ნახეთ რუსეთი ცდილობს „უცხოეთის აგენტებს“ საზღვარგარეთაც მისწვდეს „თქვით რამე, სულერთია რა“ - პირველი „უცხოეთის აგენტი“ აფხაზეთში როგორ გაუთანაბრეს კადიროვის კრიტიკა ექსტრემიზმს "იგრძნობოდა, რომ რაღაც ცუდი მწიფდებოდა": თავიანთი ქვეყნიდან გაქცეული რუსების ხმები რუსეთში „უცხოეთის აგენტებისთვის“ სპეციალური ანგარიშების შემოღებაზე ფიქრობენ პუტინმა დაამტკიცა ექსტრემიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია, რომელიც "რუსოფობიის" ცნებასაც განსაზღვრავს ...