„დაბომბვის შედეგად 42 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს“, - დაწერა მან Telegram-ში.მისივე თქმით, დრონით თავდასხმის გამო დაშავდა ერთ ადამიანი, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.მროჩკოს ინფორმაციით, ღამით ქალაქი მასირებულად დაიბომბა. რეგიონში მოქმედებდა საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა.დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე ოთხშაბათს საღამოს განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რეგიონული პოლიცია. „51 წლის მამაკაცი და მისი ცოლი, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი“, - ნათქვამია განცხადებაში. არის ინფორმაცია დაშავებულებზეც.ავიაიერიშის შედეგად დააზიანა რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, აფთიაქი, მაღაზია, მანქანები და გაზსადენი.რუსული მხარე თავის მხრივ 77 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხედვით 30 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოადგეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 25 კალუგის ოლქის ტერიტორიაზე, 6 კურსკის ოლქთან, 5 როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და ხუთიც ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. ასევე ნახეთ ახალი იერიშები და სუჯის ცენტრში შეჭრა - როგორ „უპასუხებს“ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ...