„იქ არის 10-მდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც მათ შეუწყდათ სტატუსი, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი. მათ აქვთ სრული უფლება, რომ ეს გაასაჩივრონ - ან სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია“, - თქვა უნივერსიტეტის რექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.გიორგი შალუტაშვილის ეთერში ყოფნის დროს ტელევიზიასთან სტუდენტების ნაწილი მივიდა, მათ ეთერის დათმობა მოითხოვეს. როგორც სტუდენტებმა მოგვიანებით თქვეს, ტელევიზია მათ პარასკევს, 14 მარტს მიიწვევს ეთერში. три სტუდენტებს სტატუსი 10 მარტს შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი. ასევე ნახეთ თუკი სტუდენტს უფლება აქვს დაიცვას თავი, მაშ რატომ შეუწყვიტა უნივერსიტეტმა სტატუსი დაუსწრებლად? უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს - მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით. Embed share პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:10:41 0:00 გიორგი შალუტაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე პროცესი სასწავლო პროცესს უშლიდა ხელს:„მე არცერთი მათგანის სტუდენტებისადმი და უნივერსიტეტისადმი კეთილგანწყობაში ეჭვი არ მეპარება... ისინი არ არიან კეთილები ან ბოროტები... მათ წინაშე იყო ფაქტები - საუბარი არ იყო იმაზე, რომ ერთი პუნქტი დაირღვა ან ორი. ლაპარაკია ათამდე პუნქტის დარღვევაზე. რეალურად რაზე, რომ სასწავლო პროცესის დაწყება გახდა შეუძლებელი - ეს [რაც] არის ჩვენი ვალდებულება... ეთიკის კომისიის ყველა წევრი მოქმედებდა ეთიკის კოდექსით და არა თავისი კეთილგანწყობით...[ამ სტუდენტების] გარიცხვა არავის არ სურს. არც ამ საბჭოს წევრებს არ სურდათ. მათაც კარგად იცოდნენ, რომ ვალდებული იყვნენ წესდების მიხედვით ემოქმედათ - ისიც, რომ მე შემეძლო ამ გაუქმება, მათთვის კარგად ნაცნობი იყო. რეალურად, ეს არის გაფრთხილება და არა - შეწყვეტა“. ასევე ნახეთ თ...