დარტყმა 11 მარტს 20:17 საათზე მოხდა. ამის შესახებ იტყობინება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი, უკრაინის პორტების ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით.მან დაზიანებული გემის ფოტოც გამოაქვეყნა. три ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ფოტოებისა და ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა რუსული რაკეტა "ისკანდერით" განხორციელდა კასეტური საბრძოლო მუხტით.სატვირთო გემი MJ Pinar ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს, მისი ოპერატორი ბერძნული კომპანიაა, წერს გამოცემა The Maritime Executive.თავდასხმის დროს გემი ოდესის პორტში 30 ტონა მარცვლეულით დატვირთული იდგა. ეკიპაჟის ოთხი დაღუპული წევრი სირიის მოქალაქეა, დაჭრილია ერთი უკრაინის, ერთიც სირიის მოქალაქე. ეკიპაჟი სულ 12 ადამიანისგან შედგება.გემის გარდა დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა.თავდასხმის დღეს ოდესის პორტს გაეროს სასურსათო პროგრამის დელეგაცია სტუმრობდა, წერს The Maritime Executive.11-12 მარტს ღამით რუსეთმა უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე მიიტანა იერიში, დნეპრში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და სკოლა, ხარკოვში შაჰედის ტიპის დრონი საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა. სუმში დრონი მოხვდა საწყობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არავინ დაშავებულა.თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 21 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იუწყება ბრიანსკის, კურსკის და კალუგის ოლქებში, შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში. ...