2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის პარალელურად, 11 მარტს გაიმართა კულტურის სამინისტროს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც დონალდ რეიფილდს მწერალთა სახლის დაწესებული „მადლიერების ჯილდო“ უნდა გადასცემოდა.თუმცა რეიფილდმა ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.ღონისძიებაზე თითქმის 20-წუთიანი სიტყვის ბოლოს პროფესორმა რეიფილდმა განაცხადა:„მე უაღრესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც რაიმენაირად ასოცირდება მმართველ პარტიასთან, რომელიც ამყოფებს საქართველოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ახლა არის“.მან ასევე თქვა, რომ „ერთადერთი იმედი ისაა, რომ მომავალ თაობას შეუძლია რამის შეცვლა“, თუმცა დასძინა, რომ არ იცის, თუ როგორ.დონალდ რეიფილდი არის ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი.83 წლის ბრიტანელი ისტორიკოსი არის რუსული და ქართული ლიტერატურათმცოდნე. მას ინგლისურად აქვს ნათარგმნი არაერთი ნაწარმოები, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“.ის მრავალი წელია ადევნებს თვალს საქართველოს და კარგად იცნობს ქვეყნის ისტორიას და თანამედროვეობას.11 მარტს ლონდონში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ღონისძიებების პარალელურად საპროტესტო აქციაც გაიმართა. ასევე ნახეთ “ეს საქართველოს, როგორც შეუმდგარი ქვეყნის პორტრეტია”- პროფესორი დონალდ რეიფილდი ...