დემოკრატიულ პარტიას 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს, 2021 წლის შემდეგ პარტიის მხარდაჭერა 9.1%-ითაა გაზრდილი, პარტია გრენლანდიის დანიისგან ნელი ტემპით გამოყოფას ემხრობა.24.5-%-იანი მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციურმა პარტია Naleraq-მა, ის დანიისგან გრენლანდიის სწრაფად გამოყოფას ემხრობა.„ხალხს სურს ცვლილებები.. ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი, ფინანსები და კეთილდღეობა", - განაცხადა იენს-ფრედერიკ ნიელსენმა, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მრეწველობისა და მინერალების ყოფილმა მინისტრმა. გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში მან უთხრა ჟურნალისტებს რომ, არ სურს დამოუკიდებლობა ხვალვე, ამისთვის კარგი „ფუნდამენტია საჭირო“.არჩევნებში, ჯამში ხმათა 36% მიიღო მმართველი პარტიის Inuit Ataqatigiit-სა და პარტია Siumut-ის კოალიციამ.როგორ ქვეყნის პრემიერმა, მმართველი პარტიის ლიდერმა მუტე ეგედემ დაწერა თავის ფეისბუკის გვერდზე, აღიარებს არჩევნების შედეგებს და განიხილავს კოალიციის შექმნის თაობაზე ნებისმიერ წინადადებას.საპარლამენტო არჩევნები გრენლანდიაში 11 მარტს ჩატარდა, მასში ხუთი პარტია მონაწილეობდა.გრენლანდიის პარლამენტის - 31 წევრისგან შემდგარი „ინაცისარტუტის“ არჩევნები არასოდეს იქცევდა ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას. დედამიწის ყველაზე დიდი კუნძული, რომელზეც 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, იშვიათად ხვდებოდა ახალ ამბებში 2025 წლის იანვრამდე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიმართ ინტერესი გამოთქვა მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მდიდარი წიაღისეულის გამო. ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობა „აბსოლუტურად აუცილებელია“ „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მთელს მსოფლიოში“. ასევე ნახეთ გრენლანდიის გადამწყვეტი არჩევნები. ბრიუსელმა გადადო მოგზაურობის ახალი სისტემის შემოღება გაყინული ამბიციები: ამერიკის ხანგრძლივი ლტოლვა გრენლანდიისადმი (ფოტო) გრენლანდიის არჩევნები: ამერიკა, დანია თუ დამოუკიდებლობა? ტრამპის გრენლანდიური ახირება იმაზე უფრო რაციონალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - აი, რატომ ...