ონტარიოს პროვინციის გუბერნატორმა დაგ ფორდმა ადრე შეერთებული შტატებიდან ტარიფების ზრდის საპასუხოდ გამოაცხადა 25%-იანი ტარიფის დაწესება ელექტროენერგიაზე, რომელიც მიეწოდება მინესოტას, მიჩიგანსა და ნიუ-იორკს. ეს ღონისძიება შეეხება 1,5 მილიონ ადამიანს და მათი ელექტროენერგიის გადასახადები 100 დოლარით გაიზრდება, თქვა მან. ფორდმა პირობა დადო, რომ გაზრდილი ტარიფებიდან მიღებულ შემოსავლებს გამოიყენებს აშშ-ის ქმედებებით დაზარალებული მუშაკებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად.ტრამპმა თქვა, რომ მალე გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას იმ შტატებში, რომლებსაც შეეხება კანადური ელექტროენერგიის ახალი ტარიფები. „ეს შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო ზომა კანადიდან მომდინარე ამ საფრთხის შესამსუბუქებლად,“ - წერს ის. ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესება აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კანადას მოსთხოვა, გააუქმოს „ფერმერების ანტიამერიკული, 250%-დან 390%-მდე, ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე“. თუ კანადა არ შეცვლის ტარიფების ზრდას, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს აშშ-ში იმპორტირებულ მანქანებზე, რაც, მისი თქმით, სამუდამოდ დახურავს კანადის საავტომობილო ბიზნესს.„ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, ისაა, რომ კანადა გავხადოთ ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი. ასეთ შემთხვევაში ყველა ტარიფი და ყველაფერი დანარჩენი გაქრება. კანადელებს გადასახადები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ისინი როგორც სამხედრო, ისევე სხვა თვალსაზრისითაც უფრო დაცულები იქნებიან, ვიდრე ოდესმე, ჩრდილოეთის საზღვრის პრობლემა აღარ იქნება და მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე. და კანადა ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს,“ განაცხადა ტრამპმა.4 მარტს შეერთებულმა შტატებმა 25%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა კანადიდან პრაქტიკულად ყველა სახის იმპორტზე. ამის საპასუხოდ კი კანადის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ვაშინგტონის წინააღმდეგ საპასუხო გადასახადების შემოღება გამოაცხადა. კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ადრე თქვა, რომ კანადა არასოდეს გახდება შეერთებული შტატების ნაწილი და ტრამპი დაადანაშაულა კანადისა და მისი რესურსების დამორჩილებისკენ სწრაფვაში. ასევე ნახეთ ტრამპი კონგრესში - იმედები უკრაინისთვის და სატარიფო ომები ...