პირადობის მოწმებები კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ID ბარათებზე დაიტანენ QR კოდს, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას.ძველიდან ახალ დადგენილებაში გადმოტანილია დათქმა, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი ციფრის კომბინაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება მოხვდეს სამი ექვსიანი (666XX, X666X, XX666).ID ბარათების გაცემის დროს მისანიჭებელ ნუმერაციაში ეს შეზღუდვა 2011 წელს ჩაიდო, როცა ლამინირებული ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დოკუმენტით უნდა შეცვლილიყო.იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილი სამ ექვსიანის კომბინაციას ეშმაკის ნიშნად აღიქვამს, იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა 2011 წლის 14 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც პირადობის მოწმობებში ამ კომბინაციების გამოყენება აკრძალა. ასევე ნახეთ უჩიპო პირადობის მოწმობა ერთი თვის ვადით გაიცემა 200 ათასი უჩინარი მოქალაქე - როგორ მოხდა ასე? ID-კვირა სასულიერო პირები ელექტრონული ბარათის ალტერნატივას მოითხოვენ ...