მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასიური თავდასხმა არის „დამატებითი სიგნალი“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ ვიდეოში, რომელიც მის YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია 337 დრონი, მათ შორის 91 მოსკოვის ოლქში და 126 - კურსკის ოლქში. მოსკოვის ოლქსა და მოსკოვში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა.კოვალენკომ მოსკოვის ოლქზე დრონების რეიდს უწოდა „მასიური“ და „ისტორიაში ჯერჯერობით უდიდესი“, რომელიც მოხდა საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ფონზე.„ეს პუტინისთვის არის დამატებითი სიგნალი, რომ ის ასევე უნდა იყოს დაინტერესებული ჰაერიდან ცეცხლის შეწყვეტით. დრონებს არა მარტო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე [შეუძლიათ იერიში], მათ მასირებულად შეუძლიათ ფრენა მოსკოვის წინააღმდეგ, მუდმივად. დიახ, რუსეთის საჰაერო თავდაცვა იქ მათ აგდებს, რა თქმა უნდა, მათ მოსკოვის გარშემო ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა მოაწყვეს, ის სხვა რეგიონებიდან გადმოიტანეს, ხშირად დაუფარავად ტოვებენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მთავარია, მოსკოვი იყოს უსაფრთხოდ,“ თქვა მან. მაგრამ, კოვალენკოს სიტყვებით, ეს „რუსებს პანიკისგან ვერ იხსნის“. ასევე ნახეთ საუდის არაბეთში დაიწყო მოლაპარაკება აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში, ჯიდაში, მოლაპარაკებები იმართება აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი. უკრაინას მოლაპარაკებებში წარმოადგენენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე შეეცდება, დაარწმუნოს აშშ, რომ განაახლოს კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა და სამხედრო დახმარების მიწოდება. საამისოდ კიევი მზად არის, რუსეთს შესთავაზოს უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით შორ მანძილზე იერიშებისა და შავ ზღვაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა. ...