ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) თანამშრომლები სასამართლოს შენობაში მასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც მის წინააღმდეგ ფულის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა დასრულდა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარებულიყო ირაკლი პაპიაშვილისა და მისი თანმხლები პირის გადაუდებელი ჩხრეკა: „დადგენილებაში წერია, რომ ეძებენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას“.პაპიაშვილმა ადვოკატის ჩართვის შემდეგ განაცხადა ჩხრეკაზე თანხმობა - სასამართლომ ამისთვის ერთ-ერთი ოთახი გამოყო. ჩხრეკა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ჩხრეკა ტარდება მისი და მისი ბიზნესპარტნიორის, გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლებშიც.„ერთადერთი სიგარეტი მედო. არაფერი კანონსაწინააღმდეგო მე არ მქონდა. რა თქმა უნდა, ინფორმაციის მატარებელი არ მქონდა...დღეს ველოდი ჩემს დაპატიმრებას, ამიტომ ტელეფონიც არ წამოვიღე. გაჩუქებული მაქვს...“ - უთხრა ჟურნალისტებს პაპიაშვილმა მისი პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ. три ირაკლი პაპიაშვილის პირადი ჩხრეკის შემდეგ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ავტომობილში განაგრძეს.„[ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები], სადაც ინფორმაცია იქნება შენახული, სახლში კი არა, საქართველოში არ გვაქვს. შეუძლიათ საზღვარგარეთ ჩაატარონ ჩხრეკა და შეიძლება სადმე იპოვონ...გიორგის ჰქონდა მტკიცებულებები, ნაწილი გაასაჯაროვა. არის კიდევ რაღაც მტკიცებულებები, რაც საზღვარგარეთ არის გატანილი. ვერაფერს ვერ იპოვიან...“ - თქვა პაპიაშვილმა.გიორგი ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რუს სპეცსამსახურებთან კავშირს დაადასტურებს. три დღეს, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფულის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენების: გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. პროკურორი ამბობდა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეც:„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გა...