აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მირე გავრცელებული ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს. კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act). „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რამეთუ მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჯიმ რიშის თქმით, კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. "ვინაიდან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის" და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღდგენაში. „საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი იყვნენ ხელისუფლების ავტორიტარიზმში გადაშვებითა და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის გამო" - განაცახდა რიშმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომლებმაც მფაფიოდ აჩვენეს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები. „მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონპროექტი თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვის“, აცხადებს სენატორი შაჰინი. MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის ...