როგორც გიორგი ჩიკვაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სასამართლო სხდომა, რომელიც 25 მარტს იყო დაგეგმილი, მოულოდნელად 11 მარტს დაინიშნა. „უეცრად ხვალ 11 საათზე დანიშნეს ჩვენი პროცესი. პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე. რა თქმა უნდა, მოსამართლე დაუკმაყოფილებს“, - ამბობს ჩიკვაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში. „შესაბამისად, სავარაუდოდ, 12 საათისთვის განჩინება ექნებათ და პირველი საათისთვის ველი დაკავებას“, - ამბობს ის. „რა უნდა დავაპირო, დაგვაკავებენ და ეგ იქნება“, - გვითხრა მან. რადიო თავისუფლება ცდილობს პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმებას. უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე ავსახავთ. მისი განცხადებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხი მისი მხრიდან „სისტემის სრულ მხილებაზე“. „42 ავტომობილი და 72 გაურკვეველი პირი“ 8 მარტიდან 10 მარტის შუალედში ჩიკვაიძემ გამოაქვეყნა არაერთი ვიდეო, სადაც, მისი მონათხრობის თანახმად, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ: თბილისში, სახლთან, გზაში თუ მაღაზიაში, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურასა და საგურამოში, მის საცხოვრებელ სახლთან. როგორც ის ფეისბუკზე წერს, უკვე აღრიცხა მასზე თვალთვალის მიზნით ადევნებული 42 ავტომობილი და 72 ადამიანი. 9 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ჩიკვაიძე წერს იმასაც, რომ სუს-ის თანამშრომლები სახლში შეიტყუა: „გვქონდა სატელეფონო საუბარი ერთმანეთში, რომ თითქოს სახლიდან გამოვედი, კარი არ დამიკეტავს, რადგან ვერ ვიპოვე გასაღები. იმავე საუბარში აღვნიშნე, რომ სახლის უკანა მხარეს კამერები გათიშულია და ამაზე ძალზე ვნერვიულობდი. ეს გოიმები ამას წამოეგნენ და დაახლოებით 15-20 წუთში სახლში შემოვიდნენ, რა დროსაც ჩვენ თავზე დავადექით. ისინი ყაჩაღებივით გაიქცნენ, ავედევნეთ და დანარჩენი თავად ნახეთ“, - დაწერა ჩიკვაიძემ და გამოაქვეყნა ვიდეო. ვიდეოში ჩანს მერსედესის მარკის ავტომობილი საგურამოში, რომელიც სკოლასთან გადაადგილდება, ჩიკვაიძე კი ავტომობილიდან ეკითხება: „ჩემს სახლში რა გინდოდათ?“ ორი პირი სახეს იფარავს, ისინი მანქანიდან არ გადმოდიან, არც ფანჯარას სწევენ და მალევე ავტომობილით გარბიან. три ვინ არის ჩიკვაიძე 38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს. 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენის ბრალდებებს უწოდა „წინასაარჩევნო შოუ“, ჩიკვაიძეს კი - „კაცი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს“. ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორიც, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილის ძმ...