რამდენიმე წუთში ქალების მარშის მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად "გისოსები" მიიტანეს, რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებიან. три „ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! შემოგვიერთდით და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქალთა მოძრაობა ავრცელებს და შენიშნავს, რომ 2025 წლის 8 მარტს საქართველო პირველად ხვდება ქალ პოლიტპატიმართან ერთად: „მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს და მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე“, - წერია განცხადებაში. три საპროტესტო მარშს უერთდებიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების დედებიც. თბილისში მსვლელობის მონაწილეები გეგმავენ მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ, სადაც უწყვეტ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 101 დღეა გრძელდება. ...