საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს ხელისუფლებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. „ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - წერს სახალხო დამცველი 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. три წლევანდელი გზავნილი, რომლითაც სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას ამ დღის აღნიშვნაში უერთდება, არის: „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება“, რაც გულისხმობს თანაბარ უფლებებს ყველა ქალისა და გოგოსთვის. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერი“ სრულად გაქრება. ამ ინიციატივის ავტორები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები, ამბობენ, რომ ეს ტერმინი უცხოური გავლენითა და ლობირებით, ხელოვნურად დაინერგა ქართულ კანონმდებლობაში და ახლა ის სიტყვებმა „ქალმა და კაცმა“ უნდა ჩაანაცვლონ. ასევე ნახეთ რა მოხდება, როცა სიტყვა „გენდერი“ კანონმდებლობიდან გაქრება? ...