შაბათს, 8 მარტის ღამეს, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე რუსული არმიის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა. „დაბნელების შემდეგ რუსებმა სამი შეტევა განახორციელეს ქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი“, - წერს ჩინოვნიკი. მან ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ფოტო გამოაქვეყნა. три გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ მაშველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 მანქანა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა. ომამდე დობროპილიაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი პოკროვსკიდან ჩრდილოეთით 20 კმ-ში მდებარეობს, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ...