„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც 7 მარტს, გვიან საღამოს, თანაგუნდელებთან ერთად პოლიციამ დააკავა, აცხადებს, რომ უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ლაზერი წაართვეს. უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, ლაზერის მეშვეობით პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა საპროტესტო გზავნილსა და ლოზუნგს აწერდნენ. 7 მარტს, საღამოს, დაახლოებით, 23:00 საათზე, პოლიციამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე დააკავა. პოლიციამ ისინი ვარაზისხევზე გააჩერა იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი დააკავა. „ივანიშვილს ეშინია ლაზერის. ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული. უნდა ითქვას, რომ კარგი პოლიციელები შეგვხვდნენ, რომლებსაც ცუდი დავალების შესრულება უწევთ. მე ვუსურვებ მათ და სხვა სამართალდამცველებს, რომ მსგავსი დავალებები არ არსებობდეს. საქმის წარმოება დაიწყო, მაგრამ რა ტიპის, ჯერ არ ვიცით“, - განუცხადა ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველს“ ასევე ნახეთ დააკავეს ირაკლი კუპრაძე, ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე - "ლელო" დაკავებამდე, ოთო ფარულავამ მანქანიდან ფეისბუკლაივი ჩართო. კადრებში ჩანს, რომ მათთან საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა. პატრულის წარმომადგენლებს ირაკლი კუპრაძემ უთხრა, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, რაზეც ერთ-ერთმა პოლიციელმა ჰკითხა, ამის გამო, რაიმე პრივილეგიით სარგებლობდნენ თუ არა? კუპრაძის კითხვაზე, რის საფუძველზე გააჩერეს ისინი, პოლიციელი, რომელიც პარალელურად ტელეფონით სხვასაც ესაუბრებოდა, პასუხობს, რომ „კანონის საფუძველზე“ გააჩერეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა „ლელოს“ წევრებს მიმართეს, რომ მათ გაჰყვნენ და ტელეფონები გათიშონ. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/imxgCySu6N8?&&&fs=1&enablejsapi=1") ლაზერი, რომლითაც პარლამენტის შენობას სხვადასხვა საპროტესტო და სოლიდარობის წარწერას ყოველდღე ანათებენ, პროევროპული დემონსტრაციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. „ოცნების“ მიერ „დრაკონული კანონების“ მიღების შემდეგ, რომლითაც მოქალაქეებს, სხვა შეზღუდვებთან ერთად, ლაზერის გამოყენებაც აუკრძალეს, დემონსტრანტებს კედელზე წარწერების მანათობელი აპარატი არაერთხელ გამოუყენებიათ, თუმცა პოლიციას ამაზე რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. სხვადასხვა გამამხნევებელ ფრაზას და მოწოდებას „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ყოველ საღამოს პარლამენტის შენობაზე წერენ. ლაზერით მინათებული ტექსტები სიტყვით გამოსვლების ერთგვარი ალტერნატივაა - ასე იქმნება „ხმაური“ საუბრის გარეშე. три პროტესტის...