პოლიციამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტია „ლელოში“ დაუდასტურეს. მათი თქმით, პოლიციამ ისინი ვარაზისხევზე გააჩერა იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი დააკავა. დაკავებამდე, ოთო ფარულავამ მანქანიდან ფეისბუკლაივი ჩართო. კადრებში ჩანს, რომ მათთან საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა. პატრულის წარმომადგენლებს ირაკლი კუპრაძემ უთხრა, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, რაზეც ერთ-ერთმა პოლიციელმა ჰკითხა, ამის გამო, რაიმე პრივილეგიით სარგებლობდნენ თუ არა? კუპრაძის კითხვაზე, რის საფუძველზე გააჩერეს ისინი, პოლიციელი, რომელიც პარალელურად ტელეფონით სხვასაც ესაუბრებოდა, პასუხობს, რომ „კანონის საფუძველზე“ გააჩერეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა „ლელოს“ წევრებს მიმართეს, რომ მათ გაჰყვნენ და ტელეფონები გათიშონ. три პოლიციასთან საუბრის დროს ფეისბუკლაივი ჩართო ირაკლი კუპრაძემაც. იგი პატრულის თანამშრომელს ეუბნება, რომ მანქანაში არ აქვთ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და შეუძლიათ დაათვალიერონ. три პარტია „ლელოში“ ამბობენ, რომ მათთვის, ამ ეტაპზე, უცნობია, სად გადაიყვანეს ისინი. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში. ...