"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებით, მათ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" დირექტორის, მაქსიმ მაზურენკოს განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება აუდიტორის, DMT-ის მიერ მომზადებული დასკვნის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, დასკვნა ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს. "ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა, თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა. ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ. მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია", - ამბობს მაქსიმ მაზურენკო, რომლის ციტატასაც "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" ავრცელებს. კომპანია, ასევე, ავრცელებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DMT GmbH & Co. KG-ის დასკვნის შედეგებს, რომელმაც, მათივე თქმით, ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა. "DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: 1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა; 2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა; 3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით; 4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია". კომპანია, ასევე, განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, "რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი". "შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობ...