აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 მარტს განცხადება გააკეთა საგარეო-პოლიტიკურ თემებზე. მისი თქმით, ის თვლის, რომ პროდასავლურ ქვეყანასთან ომის დასრულების მიზნით უფრო „იოლია” რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან ურთიერთობა და რომ ის ენდობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. „მე მჯერა მისი”, - თქვა მან რუსეთის პრეზიდენტის შესახებ, - იტყობინება AFP-ი. „სიმართლე გითხრათ, უფრო რთულია უკრაინასთან ურთიერთობა და მათ არ აქვთ [ხელში] კარტები, - განაცხადა ტრამპმა, - შესაძლოა, უფრო იოლია რუსეთთან ურთიერთობა“. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით მუქარის მიუხედავად, ტრამპმა თქვა, რომ ესმის, რატომ წამოიწყეს რუსეთის ძალებმა მოულოდნელად მასიური დაბომბვა უკრაინაში 7 მარტს. „მართლაც ვფიქრობ, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ყველა გააკეთებდა მის ადგილას”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. „პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. და იცით, მას ომის დასრულება სურს“, - თქვა მან. „ვფიქრობ, ის უფრო გულუხვი იქნება, ვიდრე უნდა იყოს და ეს ძალიან კარგია. ეს ბევრ კარგს ნიშნავს“. ტრამპის თქმით, ზელენსკი, რომელიც მოითხოვს დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებს, სანამ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდეს, რისკავს, რომ აშშ აღარ ჩაერევა ამ საქმეში. „არ ვიცი, რისი მოგვარება სურთ. თუ მათ არ უნდათ მოგვარება, ჩვენ გავალთ, რადგან ჩვენ გვსურს, რომ მოაგვარონ. მე ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ შეწყდეს სიკვდილი”, - თქვა ტრამპმა. ...