თბილისის მერიის შენობიდან არქიტექტორების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი სტუდენტებისა და პროფესორების მსვლელობა გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების მარში შეუერთდა. "უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ", - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილე მომიტინგეები. три renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/33340045.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/a/33340045.html?type=video") პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა. ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად. ამ ხნის განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ისინი კვლავ პატიმრობაში არიან. აქციები არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს ძალის გამოყენებით. დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე. ასევე ნახეთ ფოტოები: პროტესტის 100 დღე დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს. პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაპატიმრებულია მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ. პროევროპული აქციების მსვლელობისას ხელისუფლებამ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, რომლის საფუძველზე, მაგალითად, აიკრძალა აქციებზე სახის დაფარვა. და ეს მაშინ, როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობის ასობით შემთხვევა კვლავაც გამოუძიებელია სწორედ იმ მიზეზით, რომ ისინი აქციებზე ნიღბებით გადაადგილდებიან და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, უწყება, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს იძიებს, ამბობს, რომ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს. Embed share პროტესტის ასი დღე Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:...