რუსეთის არმიამ გაარღვია უკრაინის თავდაცვითი ხაზი სუჯის სამხრეთით კურსკის ოლქში. თავდაცვის ძალები სიტუაციის სტაბილიზაციას ცდილობენ. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“. „მოხდა გარღვევა ბლოკირების ზონაში. მოკლედ, ეს ის ტერიტორიაა, სადაც ჩვენი ქვედანაყოფები ცდილობენ მტრის შეკავებას, რათა არ აღმოჩნდნენ ნაწილობრივ ან სრულ ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ“, - უთხრა გამოცემას წყარომ. ცნობით, ეს მოულოდნელად არ მომხდარა, არამედ თანდათანობით და სისტემატურად. კურსკის რეგიონის ამ რაიონში მოქმედ ერთ-ერთ ქვედანაყოფში, გამოცემის წყაროს თანახმად, თავდაცვის ძალები ამჟამად სიტუაციის სტაბილიზაციას ცდილობენ. „ჩვენ ახლა ვცდილობთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ მტერმა სრულად ვერ გადაკეტოს საკომუნიკაციო გზები“, - აცხადებს ის. რუსეთის ძალები 2025 წლის იანვრის დასაწყისიდან ცდილობენ ამ გზაზე კონტროლის დაწესებას. ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო უწყება კურსკის ოლქში წინსვლის შესახებ იუწყება ...