აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 მარტს დაემუქრა რუსეთს ახალი სანქციებითა და ტარიფებით უკრაინის დაბომბვის გამო, მას შემდეგ, რაც ადრე შეაჩერა კიევისთვის ამერიკული დახმარება დიპლომატიისთვის ხელის შეწყობის მცდელობის მიზნით. „იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად “ურტყამს” უკრაინას ბრძოლის ველზე, გადაჭრით განვიხილავ მასიური საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის მიმართ, სანამ არ შეწყდება ცეცხლი და არ მიიღწევა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ მედიაპლატფორმა Truth Social-ზე. „რუსეთი და უკრაინა, ახლავე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ გვიანი არ არის“, - წერს ის. ტრამპის მუქარა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთმა 7 მარტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ძლიერი დარტყმა მიიტანა დრონებითა და რაკეტებით. რამდენიმე დღით ადრე, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა აშშ-ის სამხედრო დახმარება და დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უთანხმოების გამო. ...