იმედი გამოვთქვი, რომ „მოლაპარაკებას აპირებთ, რადგან ეს ბევრად უკეთესია ირანისთვის“, - განაცხადა ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში, რომელიც 7 მარტს გავრცელდა. „ვფიქრობ, რომ მათ ამ წერილის მიღება სურდათ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ რამე უნდა ვიღონოთ, რათა არ გაჩნდეს კიდევ ერთი ბირთვული იარაღი“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უქმეების გამო, ტრამპის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გაეროში ირანის მისიამ 7 მარტს განაცხადა, რომ ირანს ტრამპისგან ბირთვული მოლაპარაკების შესახებ წერილი არ მიუღია. წერილი, რომელზეც ტრამპი ლაპარაკობს, სავარაუდოდ, გაეგზავნა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. ამის შესახებ თეთრს სახლს განმარტება არ გაუკეთებია. „ირანს შეიძლება ორი გზით გაუსწორდეთ: ან სამხედრო და შეთანხმების“, - თქვა ტრამპმა. „მე მირჩევნია შეთანხმება, რადგან არ მინდა ირანს ვავნო. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან“. იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უფრო მომრიგებლური გახადა რუსეთის მიმართ, რითაც დასავლელი მოკავშირეები დააფიქრა, რადგან ცდილობს შუამავლობით დაასრულოს რუსეთის სამწლიანი ომი უკრაინაში. ტრამპმა 2018 წელს გამოიყვანა აშშ ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიას და, მეორე მხრივ, ირანს შორის დაიდო ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ თეირანისთვის დასავლეთის სანქციების გაუქმების პირობით. თებერვალში ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა ირანთან შეთანხმება, რომელიც ხელს შეუშლიდა ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღის შექმნაში. ირანსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. ...