აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა აშშ-ის მთავრობაში უპრეცედენტო შემცირებების მიმართ მზარდ კრიტიკას. ამ სფეროს კურირებს ტრამპის მრჩეველი, მილიარდერი, ილონ მასკი. ტრამპმა 6 მარტს თქვა, რომ შემცირებები გულმოდგინედ უნდა დაიგეგმოს. ...„სკალპელი“ და არა „ცული“, დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაპლატფორმაზე, Truth Social-ზე. AFP-ის ცნობით, ეს არის დონალდ ტრამპის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მასკისთვის მინიჭებული ხელისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. „ეფექტიანი მართვის დეპარტამენტი" (DOGE), რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, ფედერალური საშტატო პერსონალის და ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზე მუშაობს. DOGE-ის მიერ წამოწყებულ ხარჯების შემცირების კამპანიას მზარდი წინააღმდეგობა აქვს ბევრი, სხვათა შორის, სასამართლოების და კანონმდებლების მხრიდან ზეწოლის სახით. ტრამპი წერს, რომ „DOGE-მა მიაღწია წარმოუდგენ წარმატებას და ახლა, როცა არსებობს ჩემი კაბინეტი, დავავალე მდივნებსა და ხელმძღვანელობას, იმუშაონ DOGE-თან ერთად ხარჯების და პერსონალის შემცირების ზომებზე“, - წერს ტრამპი. „შესაბამისად, როგორც მდივნები შეისწავლიან და გაუგებენ სხვადასხვა დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს, მათ შეეძლებათ ზუსტად განსაზღვრონ, ვინ დარჩება და ვინ წავა“. ტრამპმა დაადასტურა აშშ-ის მედიის ინფორმაცია, რომ მან პირადად მოიწვია კაბინეტის წევრების სხდომა 6 მარტს, რათა ცხადად ეთქვა, რომ არა მასკი, არამედ თვითონ ისინი არიან მათი დეპარტამენტებისთვის პასუხისმგებელი. Politico-ს ცნობით, ტრამპმა უთხრა თავის გუნდის წევრებს, როცა მასკიც იქ იყო, რომ ტექნოლოგიურ მილიარდერს უფლება აქვს რეკომენდაცია გაუწიოს თანამდებობიდან გათავისუფლებას და სხვა შემცირებას, მაგრამ არ განახორციელოს ისინი. ტრამპის თანახმად, მნიშვნელოვანია შემცირებები სადაც საჭიროა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია „საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული ხალხის“ შენარჩუნება. პრეზიდენტმა დასძინა, რომ DOGE-ზე კაბინეტის შემდგომი სხდომები გაიმართება ყოველ ორ კვირაში. ასევე ნახეთ ტრამპმა ისევ ერთი თვით შეაჩერა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფების ამოქმედება ...