„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა თურქმენეთში ვიზიტად მყოფმა კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას 7 მარტს და დასძინა: „ეს არის დღესავით ნათელი“. კობახიძემ „ყველას“ მოუწოდა, „დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები“. „ასევე, დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე, სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა მან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 და 6 მარტს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს, - რასაც დასავლეთში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ, - არაერთი დიპლომატი დაესწრო, მათ შორის - საფრანგეთისა და ლიეტუვის ელჩები. 4 მარტს სხდომას ესწრებოდნენ შემდეგ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები: საფრანგეთი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი გერმანია პოლონეთი ესტონეთი შვედეთი დანია ჩეხეთი. 6 მარტს კი სხდომას ესწრებოდნენ: ლიეტუვა - ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი ბრიტანეთი ნორვეგია. три მანამდე, 4 მარტს, კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტისას „ღია და უხეში ჩარევა“ უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას, ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. 7 მარტს ამაღლობელის შესახებ განცხადება გაავრცელა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „არ იქნება პრესის თავისუფლება, არ იქნება დემოკრატია“, - განაცხადა ბელგიის საგარეო უწყებამ. „მიმდინარე კვირაში დაიწყო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერია განცხადებაში. „ბელგია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - განაცხადა სამინისტრომ. три 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვისას მოსამართლემ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, რომელიც კვლავ პატიმრობაში დატოვა, ადვოკატების შეფასებით, დაცვის უფლება ჩამოართვა. 4 მარტვსე გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარე მუშაობს იმ ვერსიაზეც, თითქოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი 11 იანვარს „პოლიციელზე თავდასხმას” გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით” და ამ მოტივით მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა მოითხოვა. ასევე ნახეთ "ღია და უხეში ჩარევაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში" - კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ჟურნალისტის ადვოკატი, ჯუმბერ ქათამაძე ამბობს, რომ გამოძიება ამ ვერსიის წამოყენებით საკუთარ თავ...