თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი, რომელიც საომარი მდგომარეობის შემოღების გამო 15 იანვრიდან იმყოფება პატიმრობაში, 7 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. სეულის სასამართლომ დააკმაყოფილა იუნის გათავისუფლების მოთხოვნა და დაადგინა, რომ მისი დაკავების ორდერი ბათილია პროცედურული დარღვევების გამო. იუნ სოკ იოლი იანვრის შუა რიცხვებში დააპატიმრეს, ერთი თვით ადრე ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწესების და ამბოხების ჯანყების ბრალდებით. ის გახდა თანამედროვე სამხრეთ კორეის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დააპატიმრეს. 2024 წლის 3 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა. საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხეა ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს. ასევე ნახეთ 6 საათში გაუქმებული სამხედრო მდგომარეობა და პრეზიდენტის მოსალოდნელი იმპიჩმენტი. რა ხდება სამხრეთ კორეაში? სეულის საოლქო სასამართლომ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გასცა, თუმცა პოლიცია დღემდე, 15 იანვრამდე, აღსრულებას ვერ ახერხებდა პირადი დაცვის წინააღმდეგობის გამო. ორდერის გაცემამდე იუნი დაკითხვაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, იუნ სოკ იოლის დასაკავებლად 3000-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. იუნის პირად რეზიდენციასთან იმყოფებოდა მისი რამდენიმე ასეული მხარდამჭერიც. სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის მთავრობის ოპოზიციაში მყოფმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ იუნ სოკ იოლის დაპატიმრებას უწოდა ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასევე ნახეთ სამხრეთ კორეაში სცადეს გადაყენებული პრეზიდენტის დაკავება, თუმცა გადადეს ადგილზე ჯარისკაცების ყოფნის გამო ...