აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ახალ აკრძალვაზე მუშაობას ამთავრებს, - ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. აღსანიშნავია, რომ ამჯერად შეზღუდვები უფრო ფართო იქნება, ვიდრე ის, რაც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იქნა შემოღებული. გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, შემოთავაზებულია იმ ქვეყნების "წითელი" სიის შედგენა, რომელთა მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ. სიაში ახლა ძირითადად იგივე ქვეყნებია, რომლებიც წინა სიაშიც იყვნენ. ესენია: კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთი კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი. NYT-ის წყაროს თანახმად, შემოთავაზებულია ამ ჯგუფში ავღანეთის ჩართვაც. მანამდე სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა შესაძლოა ძალაში უკვე მომავალ კვირას შევიდეს. ასევე შემოთავაზებულია ქვეყნების "ნარინჯისფერი" სიის შედგენა. მათი მოქალაქეები დაექვემდებარებიან შესვლის შეზღუდვებს, მაგრამ არა სრულ აკრძალვას. მაგალითად, მათზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ გარკვეული სახის ვიზები, რომელთა მოქმედების ვადა შემცირდება. აშშ-ის ხელისუფლება "ყვითელ" სიაში მყოფ ქვეყნებს 60 დღეს მისცემს იმისთვის, რათა აღმოფხვრას ზოგიერთი გამოვლენილი ხარვეზი, მაგალითად, შეერთებული შტატებისთვის ისეთი ინფორმაციის დამალვა, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული მოგზაურების შესახებ ცნობები ან მოქალაქეობის მიცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში შესვლის აკრძალვას ექვემდებარებიან. თუ ეს ხარვეზები არ აღმოიფხვრება, ქვეყნები აშშ-ის მიერ შემოღებულ "წითელ" ან "ნარინჯისფერ" სიაში მოხვდებიან. NYT-ის თანახმად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა შეზღუდვები მოქმედი ვიზების მქონე ადამიანებზე, ასევე მწვანე ბარათის მფლობელებზე, რომლებმაც მიიღეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ტრამპის მიერ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში დაწესებული, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მისმა მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ გააუქმა. ასევე ნახეთ ბაიდენმა გააუქმა ტრამპის მიერ პანდემიის დასაწყისში შემოღებული საიმიგრაციო აკრძალვა ...