შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი 5 მარტს დააკავა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის „უკანონოდ“ კვეთაში „დახმარების“ ბრალდებით. დაკავებულია 47 წლის შოთა ქარუმიძე. მისი ადვოკატი, ალექსანდრე ამირხანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქარუმიძე ბრალს ეთანხმება. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა, სასამართლო პროცესი კი 15:00 საათზე გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს - პროცესზე დააზუსტებს, რა ოდენობით. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის დეკემბერში „გადამყვანს“ - შოთა ქარუმიძეს დაუკავშირდა თავისი მეგობარი (ინიციალებით დ.გ. - მის სახელს შსს არ აზუსტებს) და რაღაც „საკითხის მოგვარება“ შესთავაზა, სანაცვლოდ თანხას მიიღებო. „გადამყვანი“ დათანხმდა „შუამავლის“ შეთავაზებას. შსს-ს ვერსიით: 2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში „შუამავლის“ სახელით „გადამყვანს“ დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას გარკვეულ მისამართზე მისვლა სთხოვა; „გადამყვანი“ მივიდა ამ მისამართზე და იქ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი; გიორგი ბაჩიაშვილმა მას თანხის სანაცვლოდ „ერთი პირის“ საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა - „გადამყვანიც“ დაეთანხმა. ადვოკატ ალექსანდრე ამირხანაშვილის თქმით, ქარუმიძე ალექსანდრე ბაჩიაშვილს არ შეხვედრია და ტელეფონით ესაუბრა. ასევე ნახეთ „ტოიოტა ქამრი“, „გადამყვანი“ და „შუამავალი“ - პოლიცია აღწერს, როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა შოთა ქარუმიძისათვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ის საზღვრის უკანონოდ კვეთაში დაეხმარა ბაჩიაშვილს - რაშიც გამოიყენა ბაჩიაშვილის მიცემული თანხით ნაყიდი „ტოიოტა ქამრი“. ბაჩიაშვილმა კი მანქანაში თავისივე მოწყობილ სამალავში დამალულმა გაიარა საქართველო-სომხეთის საზღვარი. 6 მარტს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ინტერპოლს უკვე მიმართეს ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით. 7 მარტს ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ „ინტერპოლის ძებნა არ გულისხმობს გადმოცემას“: „ინტერპოლს ევალება, თუ საზღვართან მიდის ძებნილი, შეაყოვნოს, ცალკე პროცედურაა დააკავებს თუ არა“. მისი თქმით, „ინტერპოლსაც და ყველა სათანადო სტრუქტურას“ მიაწოდეს და მომავალშიც მიაწვდიან ინფორმაციას, „რომ ბაჩიაშვილი არ უნდა იყოს დაკავებული“. ასევე ნახეთ პროკურორის თქმით, ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ...