ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თაღლითობას ედავებოდა და რომელსაც 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა საზღვარგარეთაა. უცნობია, თუ სად. სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ბაჩიაშვილის სახლი და ბინა, რითაც 2,5-მილიონიანი გირაო ჰქონდა უზრუნველყოფილი, გაიყიდოს და ასე მოხდეს თანხის ამოღება. ბაჩიაშვილის დახმარების გამო კი დაკავებულია 47 წლის ადამიანი, ინიციალებით შ.ქ. მას ამ სტატიაში „გადამყვანად“ მოვიხსენიებთ. ასევე ნახეთ ბაჩიაშვილის სახლს და ბინას, რითაც 2,5-მილიონიანი გირაო ჰქონდა უზრუნველყოფილი, გაყიდიან „გადამყვანი“ და „შუამავალი“ გამოძიების ვერსიით, 2024 წლის დეკემბერში „გადამყვანს“ დაუკავშირდა თავისი მეგობარი (ინიციალებით დ.გ. - არც მის სახელს აზუსტებს შსს) და რაღაც „საკითხის მოგვარება“ შესთავაზა, სანაცვლოდ თანხას მიიღებო. დ.გ.-ს ამ სტატიაში „შუამავლად“ მოვიხსენიებთ. „გადამყვანი“ დათანხმდა „შუამავლის“ შეთავაზებას. შსს-ს ვერსიით: 2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში „შუამავლის“ სახელით „გადამყვანს“ დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას გარკვეულ მისამართზე მისვლა სთხოვა; „გადამყვანი“ მივიდა ამ მისამართზე და იქ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი; გიორგი ბაჩიაშვილმა მას თანხის სანაცვლოდ „ერთი პირის“ საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა - „გადამყვანიც“ დაეთანხმა. три ერევნის აეროპორტი შსს-ს გამოძიება ამბობს იმასაც, რომ საზღვრის კვეთის შემდეგ „გადამყვანმა“ ბაჩიაშვილი ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანა. იქ მისვლის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მას მოსთხოვა, დაებრუნებინა ტელეფონი, გადასცა დაპირებული თანხა და ურჩია, ქვეყანა დაეტოვებინა. ასევე ნახეთ გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილი საქართველოდან სომხეთში გადაიპარა - მას დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა „გადამყვანი“ თურქეთის საზღვარზე დააკავეს შსს აცხადებს, რომ „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე ჩაატარეს გამოძიება და 5 მარტს „გადამყვანი“ დააკავეს იმ დროს, როდესაც სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შსს-ს ცნობითვე, გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არაერთი ადამიანი, რომელთაც „შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ“ ამ საქმეზე. გაჩხრიკეს „გადამყვანის“ „პირადი და საცხოვრებელი ბინა“: ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი (დაახლოებით 470 ლარი). პოლიციამ დააკავა ის სატრანსპორტო საშუალებაც, რომლის მეშვეობითაც, გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილი და ბრალდებული გადაადგილდებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს. 344-ე მუხლი არის „საზღვრის უკანონო კვეთა“ - რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობას; 25...